ლოიდ ოსტინის განცხადება ნიშნავს იმას, რომ საქართველო არის საიმედო მოკავშირე - არჩილ თალაკვაძე

სულ ნახვები : 228
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ლოიდ ოსტინის განცხადება სიტყვა-სიტყვით ნიშნავს იმას, რომ საქართველო არის საიმედო მოკავშირე და მასთან თანამშრომლობაში ამერიკას აქვს პროგრესი - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც პენტაგონში აშშ-სა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს პასუხი უნდა ჩაიწერონ რადიკალური ოპოზიციის ლიდერებმა და მედიის ცრუ ნაწილმა.

„სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რეალურად თუ რა განცხადება იყო გაკეთებული. ეს განცხადება სიტყვა-სიტყვით ნიშნავს, რომ ჩვენი მთავარი პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატები ამბობს, რომ საქართველო არის საიმედო მოკავშირე და ქვეყანასთან თანამშრომლობაში ამერიკას აქვს პროგრესი. ალბათ, ეს პასუხი უნდა ჩაიწერონ რადიკალური ოპოზიციის ლიდერებმა და მედიის ცრუ ნაწილმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯებს იმეორებს. რადიკალური ოპოზიციის და მასთან დაკავშირებული მედიის განცხადებებს აქვს ერთი საერთო სახურავი - ეს არის საქართველოს დაზიანება ყველაფრის ფასად, რაც წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან“, - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, აშშ-ს თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, საქართველო იყო ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ავღანეთში ნატო-ს მისიაში.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ აშშ 33 მილიონი დოლარით ზრდის საქართველოსთვის სამხედრო დახმარებას.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა