მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს მასთან სამედიცინო კონსილიუმის გაგზავნას სთხოვს

სულ ნახვები : 225
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს, თამარ გვარამაძეს, მიმართავს და მასთან სამედიცინო კონსილიუმის გაგზავნას სთხოვს.

მიმართვას მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„მეც და ჩემმა წარმომადგენლებმაც არაერთხელ მოგმართეთ წინა დღეებში თხოვნით, გამოაგზავნოთ თქვენი სამედიცინო კონსილიუმი. ჩემი მდგომარეობა ბოლო დღეებში გაუარესდა და თქვენ გარდა არავის აქვს შესაძლებლობა დამოუკიდებელი ექსპერტების გამოგზავნის.

იმედია, ამას განახორციელებთ უახლოეს დღეებში და ვერანაირი პოლიტიკური ზეწოლა ამაში ხელს ვერ შეგიშლით”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა