ქართულ საზოგადოებას ეუბნებიან თავიანთი რეზოლუციებით სად დგას ცივილიზებული სამყარო - გიორგი ვაშაძე ევროპარლამენტის მორიგ რეზოლუციაზე

სულ ნახვები : 197
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„თუ ჩვენ დავაკვირდებით ბოლო წლის მანძილზე განვითარებულ მოვლენებს, უფრო და უფრო მკაცრი ხდება ტონალობა ჩვენი დასავლეთის პარტნიორების“ - ასე ეხმიანება პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე, ევროპარლამენტარების მორიგ რეზოლუციას საქართველოსთან დაკავშირებით. 

ვაშაძის შეფასებით, ევროპული საზოგადოება და საქართველოს ევროპელი პარტნიორები რეზოლუციებით ცდილობენ დაანახონ ქართველ ხალხს თუ სად დგას ევროპა. 

„მიხეილ სააკაშვილის საკითხი, ევროპელებზე თუ ამერიკელებზე თავდასხმა, რუსეთის მხარდაჭერა, ეს ხომ არის ერთი დიდი სცენარის, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, სხვადასხვა კომპონენტი. ქართული ოცნება ღიად არის ღალატის პარტიად ჩამოყალიბებული და ამის მიმართ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიდგომა იქნება რა თქმა უნდა მკაცრი. 

პირველ რიგში ალბათ ქართულ საზოგადოებას ეუბნებიან თავიანთი რეზოლუციებით სად დგას ცივილიზებული სამყარო და სად უნდათ იდგეს საქართველო“, - განაცხადა ვაშაძემ „ფორმულასთან“ საუბრისას.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა