კადიროვმა თქვა, რომ მას შეუძლია „აიღოს კიევი და ამერიკა“, თუ პუტინი უბრძანებს, ჩეჩენმა რემბომ აჩვენა იარაღიც, რომლითაც ის თავისი ჭკუით სხვებს ემუქრება

სულ ნახვები : 612
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პუტინის ჩეჩნეთმა მედუმლემ (მიმპარავი ძაღლი -რედ)  რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ პუტინის  ბრძანების შემთხვევაში, რუსეთის ჯარებს შეუძლიათ მიაღწიონ კიევს და აიღონ იგი. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი განცხადება ჩეჩენმა რემბომ  2022 წლის მარტშიც გააკეთა. მაშინ კადიროვმა ვიდეოც კი გამოაქვეყნა, თითქოსდა კიევის მახლობლად იყო,  და დაიმუქრა  დედაქალაქის "აღებით". თუმცა ამ განცხადებებიდან 2 კვირის შემდეგ ოკუპანტები  კიევის რეგიონიდან გააძევეს. 

ამჯერად ჩეჩნეთის დიქტატორმა კადიროვმა კიევის აღებით პროპაგანდისტულ რუსულ ტელეკომპანია Russia 1-თან ინტერვიუსას დაიკვეხნა. 

"ჩვენ გვყავს ცოცხალი ძალა, რომელსაც შეუძლია მიაღწიოს კიევს, აიღოს კიევი. დღეს თუ იქნება ბრძანება უმაღლესი მთავარსარდლისგან, მაშინ თავდაცვის სამინისტროს ჩვენი ქვედანაყოფები, ეროვნული გვარდია, პოლიცია - არა აქვს მნიშნვნელობა  - ჩვენ გვაქვს ყველა დანაყოფი, ყველა მზადაა - როგორც პრეზიდენტი გადაწყვეტს ისე იმოქმედოს“- თქვა მან. 

გარდა ამისა, თავის ტელეგრამაში კადიროვმა  დაწერა,  რომ მზადა, ასევე „აიღო ამერიკაც“, მაგრამ ისევ იმ შემთხვევაში თუ პუტინი უბრძანებს. 

"თუ იქნება უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანება, ჩვენ მზად ვართ ამერიკაშიც კი წავიდეთ, მოლდოვას შორს მოვიტოვებთ.  ნებისმიერი ასეთი ბრძანება არ განიხილება, არამედ სრულდება.  ჩვენ გვაქვს ყველა საჭირო ძალა. საშუალებები და აღჭურვილობა მის განსახორციელებლად“- ამბობს ის. 

პუტინის მედუმლე კადიროვმა  ასევე ისაუბრა პისტოლეტზე, რომელიც მას თითქოსდა, სპეციალურად უჭირავს ხელში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ  ზელენსკისთვის, რათა მანაც  ჰიტლერის მსგავსად თავში ისროლოს. 

კადიროვმა სატელევიზიო ინტერვიუს ჩაწერისას ამოიღო პისტოლეტი და აჩვენა რუს  იაფფასიან პროპაგანდისტ ოლგა სკაბეევას. 

კადიროვმა თქვა, რომ ის მას  ყოველთვის დატენილს  ინახავს. ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ მზად არის ზელენსკისთან მოლაპარაკება "ერთი ერთზე გამართოს და  აიძულებს მას გააკეთოს ის, რაც საჭიროა", რადგან "თვითონ ფსიქოლოგია".

”მე მჯერა, რომ ზელენსკი არის ტერორისტი, სოფლის სატანისტი, ის ფაშისტია და ვფიქრობ, რომ არასწორია მასთან მოლაპარაკება. მე სწრაფად მოვაწერდი ხელს ყველა საჭირო დოკუმენტს. არაფერს ვიტყოდი და ვაიძულებდი გააკეთონ ის, რაც საჭიროა, მე ფსიქოლოგი ვარ, ძალიან კარგად მესმის ხალხის, მოვახერხებ ამას“ -აღნიშნავს ტიკტოკ რაზმის მეთაური კადიროვი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა