ეს უკვე ის ზღვარია, რომლის შემდეგ ორგანოების გათიშვა და სიკვდილია - გიული ალასანია

სულ ნახვები : 345
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ეს უკვე ის ზღვარია, რომლის შემდეგაც იწყება ორგანოების გათიშვა და სიკვდილის მეტი აღარაფერი რჩება, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია აცხადებს  კლინიკა ვივამედში მიხეილ სააკაშვილის მონახულევის შემდეგ. 

ის ჟურნალისტებს მოუწოდებს,  შეეცადონ,  შევიდნენ კლინიკაში და გადაიღონ მიხეილ სააკაშვილის რეალური მდგომარეობა. 

"კატასტროფული მდგომარეობაა, 67 კილოა უკვე ადამიანი. ეს უკვე ის ზღვარია, რომლის შემდეგაც იწყება ორგანოების გათიშვა, რომლის შემდეგაც სიკვდილის მეტი აღარაფერი რჩება. რუსთავი ორი, იმედი, თქვენ უფროსებს უთხარით, მოგცენ საშუალება მიხვიდეთ და იქ გადაიღოთ რეალური კადრი და არა ის, რაც გუშინ აჩვენეს", - განაცხადა გიული ალასანიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა