რატომ განიხილება ნიკა მელია მერობის და არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად - გია ხუხაშვილი

სულ ნახვები : 1,046
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„რატომ განიხილება ნიკა მელია მერობის და არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად?“ – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი აცხადებს.

როგორც ის აღნიშნავს, ნაციონალური ლიდერისათვის მერის პოსტი ერთგვარი დაკნინებაა.

„ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების მთავარი ინტრიგა არა თბილისის მერის არჩევნები, არამედ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხია.

სტრატეგიაც ამის შესაბამისად უნდა იყოს შემუშავებული და არა იმ საკითხის „ჩახვევით“, ვინ იქნება თბილისის მერი.

და თუ ამოცანაა რიგგარეშე არჩევნები, რატომ განიხილება ნიკა მელია მერობის და არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად?

მერი მნიშვნელოვანი პოსტია, მაგრამ ნაციონალური ლიდერისთვის ეს ერთგვარი დაკნინება უფრო იქნება, ვიდრე რევერანსი.

მაშინ რატომ აქტიურობს ნაც. მოძრაობის ზოგიერთი წარმომადგენელი ამ კუთხით?

შესაძლოა ეს აწყობდეს სააკაშვილს, რადგან მელიას მერის კანდიდატად დაყენების შემთხვევაში, ის ჩამოიშორებს უხერხულ კონკურენტს. გახდება მელია მერი თუ ვერა, მიშა ორივე შემთხვევაში მოგებული დარჩება. პირველ შემთხვევაში არჩეულ მერს პრემიერობაზე პრეტენზია ვერ ექნება. მეორე შემთხვევაში მითუმეტეს“,- წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები