Lufthansa Cargo-ს ყველა Boeing 777F “ზვიგენის ტყავით” დაიფარება

სულ ნახვები : 325
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გერმანული სატვირთო ავიაკომპანია Lufthansa Cargo მზადაა, რომ 2022 წლიდან Boeing 777F ტიპის ყველა თვითმფრინავზე AeroSHARK-ის ტექნოლოგია გამოიყენოს, რომელიც პროვაიდერი კომპანია Lufthansa Technik-ისა და BASF-ს მიერაა შექმნილი.

ტექნოლოგია AeroSHARK, არის ფირი რომლის მიკრო-ღარები დაახლოებით 50 მიკრონია. ფირს აქვს ისეთი თვისებები, რომლებიც თვითმფრინავის ზედაპირის აეროდინამიკის ოპტიმიზირებას ახდენს და ამით საწვავის ეფექტურობას ზრდის.

დეველოპერის შეფასებით, Lufthansa-ს ოპერირებაში მყოფი 10 ერთეული Boeing 777F-ის წინააღმდეგობის შემცირება 1%-ს გადააჭარბებს, რაც წელიწადში დაახლოებით 3,7 ათას ტონა საწვავს დაზოგავს და ნახშირორჟანგის გამოყოფას 11,7 ათასი ტონით შეამცირებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა