„ოცნების“ დასანქცირება დღის წესრიგში დგას - ექსკლუზიური ინტერვიუ ევროდეპუტატ ვიოლა ფონ კრამონთან

სულ ნახვები : 2,839
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ქართული ოცნება“ და მისი მმართველობა, ივანიშვილისა და მისი გუნდის დასანქცირება, მიხეილ სააკაშვილის როლი და ფუნქცია საქართველოს ევროპულ გზაზე, რუსების მასობრივი შემოდინება საქართველოში და კრემლის ნარატივი, რომლითაც ოცნება ხალხს აშინებს - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „ქრონიკა+“-მა ევროდეპუტატ ვიოლა ფონ კრამონთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

როგორც ევროპარლამენტარი აცხადებს, „ოცნების“ დასანქცირება დღის წესრიგში დგას და საკითხი აქტიურად განხილება.

ამასთან, ვიოლა ფონ კრამონის თქმით, შეშფოთებულები ადევნებენ თვალს საქართველის მთავრობის პრორუსულ ნარატივს. ევროპარლამენტარი ოცნების მმართველობას მწარედ აკრიტიკებს.

„სანქციები ნამდვილად არ არის გამორიცხული. ეს ევროპარლამენტმა 8 იანვრის რეზოლუციაშიც გამოხატა. თუმცა, ასეთი მექანიზმის გამოყენებისას ფრთხილად უნდა ვიყოთ და ყურადღებით შევაფასოთ შესაძლო შედეგები. განსაკუთრებით ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ, ძალიან არაპროგნოზირებად ვითარებაში, ევროკავშირი და მისი პარტნიორები განსაკუთრებით გონივრულად მოქმედებენ. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს საქართველოში არსებულ ვითარებას და არცერთი ინსტრუმენტი არ გამოირიცხება“, - ამბობს ვიოლა ფონ კრამონი.

კითხვაზე, თუ როგორ აფასებს ევროპაში განათლება მიღებულ ან ბიზნესებ მქონე ოცნების ლიდერების ანტიევროპულ განცხადებებს, ვიოლა ფონ კრამონი ამბობს:

„დიახ, მართლაც გასაკვირი და თითქმის ტრაგიკულია, რამდენად შორდებიან ზოგიერთი ლიდერი, რომლებიც სწავლობდნენ გერმანიაში ან მუშაობდნენ გერმანულ ორგანიზაციებში დიდი ხნის განმავლობაში, ევროკავშირის ძირითად ღირებულებებს“.

ინტერვიუს სრულ ვერსიას მკითხველი „ქრონიკა+“-ის შემდეგ ნომერში იხილავს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა