„არ გამოვრიცხავ, რომ მიდის მოლაპარაკებები საქართველოსთან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფედერაციაზე“ - გელა ვასაძე

სულ ნახვები : 1,406
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ლიდერები  რუსეთის ფედერაციაში  ხანგრძლივი ვიზიტით იმყოფებიან. აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟალიას შემდეგ მოსკოვში ჩავიდა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბაც.

რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული აგრესიული ომის წლისთავზე რას  გეგმავს კრემლი ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით და რით აპირებს უკრაინაში მიღებული მარცხის გადაფარვას ? - ამ საკითხებზე Cnews-ს  პოლიტოლოგი  გელა ვასაძე ესაუბრა.

_ მიმდინარეობს უსაფრთხოების არქიტექტურის მთლიანად გადაფორმატება კავკასიასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში. აქედან გამომდინარე,  სამი ვერსია შეიძლება განვიხილოთ.

პირველი - არ გამოვრიცხავ, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი პირდაპირ შევიდეს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში.

მეორე ვარიანტია - ე,წ. სამოკავშირეო ხელშეკრულება , რომელზეც კარგა ხანია მიდის მსჯელობა მოსკოვში. ბელორუსია არის იქ და როგორც ვიცით, სომხეთი არის კატეგორიულად წინააღმდეგი ამ ხელშეკრულების, დანარჩენებზე ლაპარაკი ზედმეტია. აქედან გამომდინარე, ორ სახელმწიფოს შორის სამოკავშირეო ხელშეკრულების დადება არალოგიკურიც იქნება, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ მოსკოვი ამისთვის ე.წ. დამოუკიდელ სახელმწიფოებს გამოიყენებს - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს.

მესამე ვარიანტია - არ გამოვრიცხავ, რომ მიდის  მოლაპარაკებები საქართველოსთან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფედერაციაზე. ეს იმისთვის, რომ  რომ დაარეგულიროს ურთოერთობები საქართველოსთან, რადგან საქართველო რუსეთისთვის დღეს არის იდეალური პარტნიორი თავის ეკოსისტემაში. ეს ის სისტემაა, რომელიც სანქციების პირობებში უზრუნველყოფს რუსეთის გადარჩენას. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვარღვევთ რაღაც სანქციებს. ამისთვის არსებობს ჩრდილოეთ კორეა და და ირანი. ჩვენ ამ ეკოსისტემაში სხვა ადგილს ვიკავებთ, პირველ რიგში, ეს არის ე.წ. რუხი ექსპორტი, ანუ ევროპის ქვეყნების სატრანზიტო ქვეყანა რუსეთში. მეორე, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით, „სამაგალითო” ურთიერთობები ქვეყანასთან,  რომელთანაც დიპლომატოური ურთიერთობაც კი არ გვაქვს. შემთხვევითი არ არის,  რომ ლავროვი და კარასინიც აქებენ საქართველოს,  რომ კარგად იქცევა.  ეს არის მაგალითი იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, რომელთანაც რუსეთს არ აქვს ისეთი პრობლემები, როგორიც საქართველოსთან აქვს.

_ თქვენ განიხილეთ შესაძლო სამი სცენარი.  პირველ ვარიანტში აღნიშნეთ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების რუსეთთან  შესაძლო მიერთების შესახებ. როგორც ვიცით, „სამხრეთ ოსეთი“ ამის მოსურნეა, თუმცა განსხვავებული ვითარებაა აფხაზეთში , სადაც ამის სურვილი ნაკლებად აქვთ, ამის შესახებ რას იტყვით?

_ როგორც წესი ოკუპანტი არ ეკითხება კოლაბორანტს, აქვს ამის სურვილი თუ არა. ვერ ვხედავ, რომ აფხაზების სიტუაციაში  რაიმე  გამონაკლისი იყოს. თუ არის ამის გადაწყვეტილება მოსკოვში, ეს ასეც მოხდება.

_ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ერთგვარი დაძაბულობა შეიქმნა აფხაზეთში „ვაგნერის“ დაჯგუფებისათვის სამხედრო  ბაზების განთავსებისთან  დაკავშირებით და ესეც გახდა მიზეზი ოკუპირებული აფზაზეთის დეფაქტო ლიდერების მოსკოვში დაბარების, ამის შესახებ რა იცით?

_ აფხაზეთი თავიდან ბოლომდე რუსეთზეა დამოკიდებული, აქედან გამომდინარე, რუსეთი შეცვლის იქ ნებისმიერ ხელისუფლებას. აფხაზეთში შიგნით არის დაპირისპიებები, რასაც იყენებს რუსეთი.

_ რაც შეეხება მეორე ვარიანტს- სამოკავშირეო ხელშეკრილებას, რამდენად სოცოცხლისუნარიანი  შეიძლება გამოდგეს გეგმა?

_ სამოკავშირეო ხელშეკრულება უკვე მზად არის ბელორუსიასთან, მაგრამ ეს არ არის საკმარისი/ რუსეთს სჭიდება „სსრკ“-2, ეს ჰქონდათ გეგმაში, როდესაც იწყებდნენ უკრაინაში ომს. იქედან გამომდინარე,  რომ რუსეთს არაფერი გამოუვიდა, არც სომხეთს არც ყაზახეთს და არც სხვა რომელიმე რესპუბლიკას ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის სურვილი არ აქვს. ამიტომ იდეალური ვარიანტია აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, რადგან ისინი უარს ვერ იტყვიან.

_ რაც შეეხება საქართველოს კონფედერაციას, - ეს რას ნიშნავს,  ამ განხილვაში საქართველოს მოქმედი ხლისუფლებაც ჩართული შეიძლება იყოს?

_ პერიოდულად იყო რაღაც სიგნალები მოსკოვის  მხრიდან. კრემლს შეუძლია თავის ოკუპირებულ რეგიონებს,  რაც უნდა ის გააკეთებინოს, მაგრამ ყველაზე რთული იქნება აქ საქართველოს  რაღაც კავშირში შეიყვანაზე დაიყოლიოს.

დარწმუნებული ვარ, რომ სამივე ვერსია მაგიდაზე დევს,  თუმცა ალბათობა მეორე ვერსიის - სამოკავშირეო ხელშეკრულების უფრო მაღალია.

ესაუბრა - ირინა მაკარიძე 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა