ქართული სტარტაპი Pulsar AI ამერიკულმა წამყვანმა კომპანიამ შეისყიდა

სულ ნახვები : 365
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

"Pulsar AI ავტოინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა, ამერიკულმა კომპანიამ SpinCar-მა შეისყიდა"- განაცხადა დღეს, 12 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის განმარტებით, 2014 წელს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების  სააგენტოს (GITA) შექმნით, ინოვაციური ეკონომიკური ხედვის განხორციელება დაიწყო.

"2014 წელს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) შექმნით, ჩვენ ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკური ხედვის განხორციელება დავიწყეთ. ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ დროის ამ მოკლე პერიოდში ეკოსისტემა სწრაფად განვითარდა. Pulsar AI-ის მთელ გუნდს ვულოცავ ამ გამარჯვებას! ეს არის თვალსაჩინო დადასტურება, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს გლობალური პოტენციალის  მქონე სტარტაპების შექმნისა და ხელშეწყობის მიმართულებით",- აღნიშნა ღარიბაშვილმა.

 



 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა