ღარიბაშვილი, წულუკიანი, ფარცხალაძე და სხვა მაღალჩინოსნები, რომელთაც ვაშინგტონი სანქციებს დაუწესებს

სულ ნახვები : 16,826
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

.

ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მხრიდან „ქართული ოცნების“  მაღალჩინოსნების მიმართ სანქციების დაწესება რეალური და გარდაუვალია, - ამის შესახებ CNews-ს ინფორმირებულმა წყარომ ვაშინგტონიდან აცნობა.

მისი თქმით, თუ ქართული ოცნება ოპოზიციასთან დიალოგს არ განაგრძობს და შეთანხმება არ შედგება, სანქციები გარდაუვალია.

ცნობილი ხდება, რომ 23 თებერვალს, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დარბევისა და ნიკა მელიას დაკავების მერე, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს და ოფიციალური განმარტებები მოსთხოვეს.

„პირველ ეტაპზე სანქციების დაწესებას ირაკლი ღარიბაშვილს, ვახტანგ გომელაურს, დავით ზალკალიანს, გრიგოლ ლილუაშვილს და ანზორ ჩუბინიძის მიმართ განიხილავდნენ, - განუცხადა CNews-ს ინფორმირებულმა წყარომ და დასძინა, - ამჯერად ეს სია გაფრთოვდა და მასში თეა წულუკიანი, ალექსანდრე ტაბატაძე, ოთარ ფარცხალაძე, გიორგი ბადაშვილი, მინდია ჯანელიძე, ლევან ღირსიაშვილი, მიხეილ დუნდუა, ნიკოლოზ გაგუა, იოსებ გიორგაძე და მიხეილ ჩხენკელიცაა შეყვანილი“.

რატომ აღმოჩდნენ სიაში ოდიოზურ ფიგურებთან ერთად საზოგადოებისთვის უცნობი გვარები, წყარო არ აკონკრეტებს, მაგრამ ამბობს, რომ ვაშინგტონში განსაკუთრებით  მამუკა ხაზარაძის და თინა ხიდაშელის ინფორმაციას ენდობიან, -„ხაზარაძეს თედო ჯაფარიძის, ხიდაშელს კი პირდაპირი ხაზით ეკონტაქტებიან“.

„ვაშინგტონში გულმოდგინედ აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესს და ელიან ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივის რეალურ შედეგებს. არ არის გამორიცხული, პროცესში სახელმწიფო მდივნის, ბლინკენის პირადი წარმომადგენლის ჩართვაც. თუ შედეგი რეალურად არ დადგა, ბაიდენის ადმინისტრაციას მოქმედებისთვის რეალურად ხელ-ფეხს თავად „ქართული ოცნება“ გაუხსნის“, - აცხადებს CNews-ინფორმირებული წყარო ვაშინგტონიდან.

შეგახსენებთ:

* ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოში პირად წარმომადგენელად კრისტიან დანიელსონი დანიშნა

* დანიელსონს მანდატი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელთან შეთანმებით მინიჭა.

* პრეზიდენტი მიშელი და უმაღლესი წარმომადგენელი ბორელი საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს მოუწოდებენ, სრულად ჩაერთონ კონსტრუქციული სულისკვეთების დიალოგში.

* კრისტიან დანიელსონი კარგად იცნობს საქართველოს - 2015 წლიდან იგი ევროკავშირის სამეზობლო საკითხებისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საქმეთა გენერალური დირექტორი.

* საქართველოში პოლიტიკური კრიზისი 2020 წლის 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, როდესაც ოპოზიციამ არჩევნების შედეგები გაყალბებულად გამოაცხადა.

* ვითარების განმუხტვის მიზნით ევროკავშირისა და აშშ-შის ელეჩების შუამვლობით დაიწყო პროცესის ფასილიტაცია. მხარეებს შორის მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი გაიმართა.

* ოპოზიციამ რამოდენიმე პირობა წამოაყენა, მათ შორის ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო რეფორმა და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებები. გამოითქვა მოსაზრება პლებისციტის ჩატარების შესახებაც.

* 1-ელ მარტს საქართველოში ვიზიტად მყოფმა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ფასილიტაციიდან მედიაციის პროცესზე გადასვლის აუცილებლობის შესახებ განაცხადა, რის შემდეგად ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლეთა შეხვედრა გაიმართა მისი მონაწილეობით.

* შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შედგენილია 6 პუნქტიანი გეგმა, რომლის გარშემოც მხარეებმა უნდა მიაღწიონ შეთანხმებას.

 

 

 

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა