სკანდალური სუფრის უცნობი დეტალები - პოზნერმა ბენო ქაშაკაშვილს ვახშმის ხარჯები ბოლომდე არ გადაუხდა

სულ ნახვები : 3,735
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბიზნესმენმა ბენო ქაშაკაშვილმა ია ფარულავას გადაცემაში “ფარული კონვერტი” იმ სკანდალური ვახშამის შესახებ ისაუბრა, რომელიც ვლადიმერ პოზნერის მისაღებად მის სასტუმროში მოეწყო. ია ფარულავამ გადაცემის სტუმარს ჰკითხა, ნამდვილად 425 ათასი ლარი დაჯდა თუ არა რუსული დელეგაციის მასპინძლობდა, რაზეც ქაშაკაშვილმა იუმორით უპასუხა:

„ჩვენი ხელით დაწურული ღვინო იყო, ჩვენს ოჯახში... სუფრა მთავრდებოდა „ასტრაზენეკას“ ლიქიორით, რომელიც დაპატენტებულია „ვინოტელის“ მიერ და რა მოხდა, 400 ათასი ამაში გადაიხადოს 30 კაცმა, რა პრობლემაა? ისიც, ბოლომდე არ გადაუხდიათ, გააპროტესტეს და წავიდნენ და 300 ათასი დატოვეს მარტო.“

შეგახსენებთ: კრემლის იდეოლოგი ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს, დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. სამოქალაქო აქტივისტები მას საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქციები გაიმართა როგორც სასტუმრო "რუმსთან", ისე "ვინოტელთან". შედეგად პოზნერს და მის თანმხლებ პირებს საქართველოს დატოვება დროზე ადრე 1 აპრილს მოუწიათ. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა