წერეთლის უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს





...
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ უნივერსიტეტის რექტორად სიითი შემადგენლობის აბსოლუტური უმრავლესობით ასოცირებული პროფესორი შალვა კირთაძე აირჩია. ის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
შალვა კირთაძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი, არის ფიზიკა-მათემატიკის აკადემიური დოქტორი, გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი.
რექტორად არჩევამდე ის იკავებდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის თანამდებობას.