ლევანტემ იხუმრა და ქოჩორაშვილი ათამაშა

სულ ნახვები : 397
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 36-ე ტურში ლევანტემ ბარსელონას უმასპინძლა და ფრე, 3:3 ეთამაშა.

მატჩის 90-ე წუთზე „სიუტატ დე ვალენსიაზე“ გუნდის კაპიტნის და ლიდერის, ხოსე ლუის მორალესის ნაცვლად 21 წლის გიორგი ქოჩორაშვილი შევიდა, რომელმაც 5 დამატებულ წუთთან ერთად ჯამში მოედანზე 6 წუთამდე დაჰყო და ლევანტეს ბოლო შეტევაშიც მიიღო მონაწილეობა.

ამ სეზონში გიორგი ქოჩორაშვილმა ლა ლიგაში მეორედ ითამაშა (პირველად ბეტისთან), ორჯერ მან კოპა დელ რეიზე მოირგო ლევანტეს მაისურა და 1 გოლიც გაიტანა. ლა ლიგაში დებიუტი კი გასულ სეზონში ჰქონდა ბილბაოსთან თამაშში.

თავად ლევანტემ კი, მატჩის შემდეგ მშვენიერი ხუმრობა გამოაცხო. საქმე ის არის, რომ ვალენსიელებმა მიმდინარე სეზონში ესპანური ფეხბურთის ლიდერ სამეულთან – ატლეტიკო (1:1, 2:0), ბარსელონა (0:1, 3:3) და რეალთან (0:2, 2:1) ჯამში რვა ქულა აიღო.

„ამიტომ არ დაგვიძახეს სუპერლიგაში“, – დაიწერა ლევანტეს ტვიტერზე.

ესპანეთის ჩემპიონატში ლევანტე 40 ქულით მე-13 ადგილზეა და სეზონსაც ცხრილის შუაში დაასრულებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები