ბითაძეს მიზანი გაუმრუდდა

სულ ნახვები : 351
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსი შინ აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერ ფილადელფიას დაუხვდა და დამარცხებული გაუშვა – 103:94.

გოგა ბითაძემ მოედანზე 17:30 წუთი დაჰყო, რა დროშიც 4 ქულა, 2 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება დააგროვა. გოგამ ოთხივე ქულა საჯარიმოებით მოინაგრა, ხოლო თამაშიდან ოთხივე (ერთი ორქულიანი, სამი სამქულიანი) ააცილა. ზედიზედ მეორე მატჩია გოგა თამაშიდან ბურს ვერ აგდებს.

პეისერსმა ამ მოგებით პლეი ინში თამაში გაინაღდა. ინდიანა მომდევნო შეხვედრას მილუოკი ბაქსის წინააღმდეგ გამართავს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები