პოლიცია სამ არასრუწლოვანს მუხლების დახვრეტით ემუქრება - შსს-ის გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო

სულ ნახვები : 223
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სამი არასრულწლოვანი - 13, 14 და 17 წლის ბიჭების ბათუმელ პოლიციელებს მუქარასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.  

„პოლოციელო?! 3 ბავშვს, ბათუმში ვილმარტთან მანქანაში რომ ჩაისვამ, დედას აგინებ და გადატენილი პისტოლეტის ჩვენებით მუხლების დახვრეტით დაემუქრები, შემდეგ კი ახალ ბულვერში, ჭოროხის პირას ჭკუის სწავლების გამო დატოვებ - ხალხის სამსახურში ყოფნა გგონია?

ერთი 13 წლის, მეორე 14, ხოლო მესამე 17...  ახალ ბულვართან შემხვდნენ შემთხვევით, ხელი დამიქნიეს და სახლამდე (ვილმარტთან) წავიყვანე... იმედი მაქვს დამიკავშირდებიან მათი მშობლები და შესაბამის სამსახურებთან გადავამისამართებ,“ - წერს ბათუმელი გოჩა სურგულაძე სოციალურ ქსელში.

CNews-ი მომხდარის თვითმხილველს, გოჩა სურუგულაძეს დაუკავშირდა.

სურუგულაძე გვიყვება, რომ ბავშვები გამთენიის 6 საათისთვის შეხვდნენ ახლა ბულვართან და შინ მიყვანა სთხოვეს.

„დღეს ვიყავი გამოკითხვაზე სახელმწიფო ინსპექტორის გამომძიებელთან, მოვუყევი დეტალურად ის ამბავი, რაც მოხდა.

ბიჭები 6 საათისთვის შემხვდნენ ახალ ბულვარში, მთოხვეს მანქანის გაჩერება ხელის დაქნევით, გავუჩერე. მთოხვეს, რომ სახლშ მიმეყვანა.  რა თქმა უნდა, ვკითხე, რა ხდებოდა და რააც მომიყვნენ, ეს იყო: წაიყვანეს პოლიციელებმა „ვილმარტიდან“, ინასარიძის ქუჩიდან, ჭოროხის მიმართულებით და გზაში ემუქრებოდნენ მუხლების დახვრეტით,  ასევე, ეუბნებოდნენ, რომ პრობლემები ჰქონდათ და ჩამოსვეს ახალი ბულვარის ბოლოს, ჭოროხის სანაპიროსთან.“ - განაცხადა CNews-თან საუბრისას გოჩა სურგულაძემ.

CNews-ი ერთ-ერთ არასრუწლოვანს დაუკავშირდა, რომელმაც კომენტარზე უარი იმ მოტივით განაცხადა, რომ  სავარჯიშო დარბაზში იმყოფებოდა.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდების ოჯახები გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებენ.

რაც შეეხება შსს-ს, უწეყბაში CNews-ს განუცხადეს, რომ მოხმდარზე გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა