ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება

სულ ნახვები : 372
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინით მოსახლეობის ვაქცინაცია იწყება. ამის შესახებ არაღიარებული რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ვარდანიამ განაცხადა.

„სპუტნიკ V“-ის 6.5 ათასი დოზა აფხაზეთმა 30 აპრილს მიიღო. ვაქცინით პირველ რიგში მედიცინის მუშაკებს აცრიან.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 14 834 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 224 და გამოჯანმრთელებულია 13 823 პაციენტი. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა