სტრასბურგის სასამართლოს ნიკა მელიას საქმეზე „ოცნებასთან“ კითხვები აქვს
...
დღეს, 12 მაისს, ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ნიკა მელიას სარჩელი წარმოებაში მიიღო.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარემ და მისმა ადვოკატებმა სასამართლოში სარჩელი 1 მარტს დაარეგისტრირეს, 21 აპრილს კი, სტრასბურგმა სარჩელი დააკომუნიცირა და საქართველოს მთავრობას ყველა ის შეკითხვა დაუსვა, რომელზეხ საჩივარშია საუბარი.
CNews-ს ნიკა მელიას ადვოკატ გიორგი კონდახაშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, სარჩელის დეტალებთან დაკავშირებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერ არ ისაუბრებს და სტრასბრუგის სასამართლო პროცესების წარმართვას დაელოდება.
„ძირითადად საუბარია პატიმიმრობის უკანონოდ გამოყენებასა და 18-ე მუხლის დარღვევასთან, რომელიც ნიშნავს, რომ გამოიყენება სისხლის სამართლებლივი დევნა სხვა მიზნით, ვიდრე ეს არის კანონის მიზანი. ეს არის პოლიტიკური დევნის თემა. ზუსტად ამ მიმართულებით მოხდა კითხვების დასმა ხელისუფლებისთვის. სხვა დეტალებზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე.
სარჩელი წარდგენილია, დანარჩენი უკვე პროცედურულად უნდა გაგრძელდეს სტარსბურგის სასამართლოში“ - განაცხადა კონდახაშვილმა.