მაია ფურცელაძე: „სამ ასოს პოლიტიკური ლიდერის ამბიცია უჩნდება“

სულ ნახვები : 411
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„დაიმახსოვრეთ სამი ასო, რომელიც საქართველოს თავის ჭკუაზე ტარებაზე ოცნებობს,“ - ამის შესახებ გაზეთ „ვერსიის“ მთავარი რედაქტორი მაია ფურცელაძე აცხადებს.

„ოჰ, ეს საოცარი სამი ასო: ზოგისთვის სახელია, ზოგისთვის - ცხოვრების აზრი, ზოგი მხოლოდ სამი ასოა და ისე კვდება,  ოთხ ასომდე ვერ ქაჩავს! ზოგი მთელი ცხოვრება სამი ასოს ჭკუაზე დადის, ზოგი იქით ატარებს თავის ჭკუაზე სამ ასოს (შნოს და მარიფათს გააჩნია)!

არადა, მთავარი მაშინ იწყება, როცა სამ ასოს პოლიტიკური ლიდერის ამბიცია უჩნდება, პარტიას ქმნის და ვოიაჟს იწყებს საქართველოს რეგიონებში - თავი რომ გააცნოს ხალხს.. არადა, რა გაცნობა უნდა - სამ ასოს ისედაც ყველა იცნობს - ე(რთობა) რ(აობა) ი(მედი)...

ჰოდა, ზუგდუდში, გზაზე მარგალიტად მიმავალი რაინდი უეცრად კლიმენტ-ჯვაროსანს ხვდება შეძახილით - "კლიმენტ, ეს რა ჰქენი?"  ამას მოჰყვა საქართველოს მცველ რაინდთა "ჩახუტება საკვირველი" და ოხუნჯობა კრემლის აგენტების თემაზე... არადა, მხოლოდ რაინდმა ლევანმა და რაინდი კლიმენტი რომ მხარს უჭერს,  იმ ღმერთმა იცის, ვინ არიან ზუგდიდში "შემთხვევით" შეყრილნი კეთილშობილნი...

(ცილს კი არ ვწამებ, თავად არ თქვა მარტვილში კლიმენტი კეკუტიამ "მე მხოლოდ ღმერთს ვუჭერ მხარს"-ო? ჰოდა, იცის-მეთქი, ნეტა, რაინდმა ვასაძემ ვინ ჰყავს უბეში?!

დღეს (არა მხოლოდ ამ ფაქტის გამო) კიდევ ერთხელ დავფიქრდი, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საოცარ სამ ასოს საქართველოს ცხოვრებაში - რამდენი სამი ასოა, რომელიც განსაზღვრავს ერის ცხოვრებას - განსაზღვრავს ჩვენს ერთობასაც, რაობასაც, იმედსაც...

სამ ასოში ერი ვიგულისხმე (ვგულისხმობდი ზემოთაც) და თქვენ რა იფიქრეთ?!

ჰოდა, 2-ჯერ 2 ხომ ოთხია გვასწავლა რაინდმა ლევანმა, „აი, იაც“ უკვე ვიცით... შემდეგ ასოზე გადავიდეთ -

ასო ბგერა "თ" - აი, თითი! უფ, აქაც სამი თითი ყოფილა!

დაიმახსოვრეთ სამი ასო, რომელიც საქართველოს თავის ჭკუაზე ტარებაზე ოცნებობს და დღევანდელი გაკვეთილი - აი, თითი,“ - წერს ფურცელაძე სოციალურ ქსელში.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები