„უნდა ველოდოთ ობიექტურ დასკვნას“ - გიორგი ხვედელიანი ევროსასამართლოს მიერ მელიას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე

სულ ნახვები : 207
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„სტრასბურგიდან, ალბათ, უნდა ველოდოთ, რასაკვირველია, ობიექტურ დასკვნას და აღიარებას,“- ასე აფასებს CNews-თან საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ხვედელიანი სტრასბურგის სასამართლოს მიერ ნიკა მელიას და მისი ადვოკატების მიერ შეტანილი სარჩელის წარმოებაში მიღებას.

მისივე თქმით, სტრასბურგიდან იქნება ობიექტური აღიარება, რომ „ქართული ოცნებისგან“ უსმართლო, პოლიტიკური დევნა იყო, ნიკა მელიას წინააღმდეგ.

„სარჩელის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, ეს ადვოკატებმა მოამზადეს იმ სამართალდარღვევების წინააღმდეგ, რომელიც ხელისუფლებამ ნიკა მელიასთან მიმართებაში დაუშვა. ჩვენ სტრასბურგიდან, ალბათ, უნდა ველოდოთ, რასაკვირველია, ობიექტურ დასკვნას და აღიარებას, რომ ნიკა მელაის სასამართლო პროცესი და მთლიანად სამართლებლივი დევნა, რომელსაც „ქართული ოცნება“ანხორციელებს, უკანონოა“ - განცხადა ხვდელიანმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა