ფოთში, სამ საჯარო სკოლაში სწავლა დისტანციური რეჟიმით გაგრძელდება

სულ ნახვები : 378
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ფოთში, 13 მაისიდან 19 მაისამდე სამ საჯარო სკოლაში სწავლა დისტანციური რეჟიმით გაგრძელდება. ამის შესახებ ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა, გოჩა ქორქიამ განაცხადა.

მისივე თქმით, 1-ელ, მე-2 და მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეების ინფიცირების შემთხვევებმა იმატა. 

„საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი სამსახურის რეკომენდაციით, სამი საჯარო სკოლა ერთი კვირით გადავა დისტანციურ სწავლებაზე. ეს არის პირველი, მეორე და მესამე საჯარო სკოლები. ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, ამ სკოლებში შედარებით მეტი რაოდენობაა კოვიდინფიცირებული მოსწავლეების. ინფექციის თავიდან აცილების მიზნით, კიდევ ერთი კვირა გადავხედავთ რა მდგომარეობა იქნება. დანარჩენ სკოლებში კი ჩვეულებრივ დასწრებითი სწავლება დაიწყება. თუმცა, საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს აქვთ უფლება როგორც მაშინ, სამინისტროს შეთავაზებით ისარგებლონ და თავიანთი შვილები სურვილის მიხედვით, ონლაინ სწავლებაზე დაარეგისტრირონ,“- განაცხადა გოჩა ქორქიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

განათლება ► მეცნიერება ► Მეტის ნახვა