„დიდი ბრძოლის იქამდე დაყვანა, ვინ იქნება თბილისის მერი, სწორი არ მგონია“ - ანა ნაცვლიშვილი

სულ ნახვები : 124
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

 „კონკრეტულად, თბილისის მერი ვინ იქნება, არ მგონია სწორი. რატომ არ ვმსჯელობთ იმაზე, რატომაა ნაკლები, ვინ იქნება ქუთაისის, ან ბათუმის მერობის კანდიდატი?“, - განაცხადა დღეს,  12 მაისს, „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა იმ კითხვის საპასუხოდ, იქნება თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატი.

მისივე თქმით, ოპოზციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ საარჩევნო უბნებზე მეტი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი მივიდეს.

„თვითმმართველობის არჩევნებზე ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს რიგგარეშე არჩევნების ბედი. შესაბამისად, ძალიან დიდი ამოცანაა შესასრულებელი. ოპოზიციის მოლაპარაკებები, როდესაც უახლოეს მომავალში გვექნება, ორი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტით უნდა გაიმართოს. პირველი, ცხადია კოორდინაცია უნდა გვქონდეს, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ აქამდე არსებული რეალობა გავიაზროთ და მივაღწიოთ ფორმულას, რომელიც ყველაზე მეტ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს საარჩევნო უბანზე მიიყვანს.

კოორდინაცია რა ფორმებს მიიღებს, ამაზე საუბარია საჭირო. ამ დიდი ბრძოლის დაყვანა იმ საკითხამდე, კონკრეტულად თბილისის მერი ვინ იქნება, არ მგონია სწორი, რატომ არ ვმსჯელობთ იმაზე, რატომაა ნაკლები, ვინ იქნება ქუთაისის, ან ბათუმის მერობის კანდიდატი?“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა