სტამბოლი ისევ ფინალის გარეშე – ჩემპიონთა ლიგა პორტუგალიაში მიემგზავრება

სულ ნახვები : 379
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჩემპიონთა ლიგის ფინალი, მანჩესტერ სიტისა და ჩელსის შორის, დიდი შანსია, პორტუგალიაში ჩატარდეს.

როგორც უკვე იცით, ფინალის მასპინძლად სტამბოლი იყო ჩანიშნული, რომელსაც ამავე ფინალისთვის 2020 წელსაც უნდა ემასპინძლა, მაგრამ მაშინაც პორტუგალიაში გადაიტანეს. ახლა თურქეთს covid 19-მა ახალი ძალით შეუტია და იქ ჩასვლა დიდი რისკებთან არის დაკავშირებული. მითუმეტეს, რომ ბრიტანეთის რეგულაციებით ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მოსამზადებელ ციკლს ვერ გაივლიან.

შედეგად, პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონს იდეა მოუვიდა, რომ ორი ინგლისური გუნდის ფინალი ინგლისშივე ჩაეტარებინათ. უკვე ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ ბორის ჯონსონმა აგერ ახლა, UEFA-ს დიდი საქმე გაუკეთა: სუპერლიგის ჩაშლაში, რომელსაც ბობოლა ევროპული კლუბები ქმნიდნენ, დიდწილად ინგლისის პრემიერის ხელიც ერია. თუმცა, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოსა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ერთდღიანმა მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო. მიზეზი ისევ რეგულაციებია – ამჯერად ჩამსვლელ სტუმრებზე.

შედეგად, UEFA ინგლისში თამაშის ვარიანტს არ ემხრობა და შარშანდელის მსგავსად ფინალის ლისაბონის „და ლუჟზე” გადატანას ფიქრობს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები