უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტიდან უკან დახევას არ აპირებენ

სულ ნახვები : 342
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტიდან უკან დახევას არ აპირებენ, ამის შესახებ  აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის სპიკერმა სერგეი ჩერევატიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

ინტერვიუში მან თქვა, რომ პოზიციებიდან გაყვანის აუცილებლობას, პირველ რიგში, სამხედრო სარდლობა ხედავს, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას შტაბის სხდომაზე იღებენ.

„შემიძლია ვთქვა, რომ ახლა ასეთი გამოსავალი არ არსებობს, თუ დავინახავთ, რომ ჩვენი საკადრო და ოპერატიული ვითარების საფრთხე უფრო დიდია, ვიდრე ტერიტორიის დაკავების აუცილებლობა, ჩვენ ამას გავაკეთებთ (ჯარის გაყვანა - UNIAN), მაგრამ გავაკეთებთ ორგანიზებულად, პანიკის გარეშე“, - თქვა  ჩერევატიმ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა