ნიკა ჩიტაძე: „თუ ენმ პარლამენტში შევა, „ოცნებამ“ შესაძლოა, უმრავლესობა დაკარგოს და ოპოზიციამ მთავრობა გადააყენოს“

სულ ნახვები : 674
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უნდა შევიდეს „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში თუ არა, რა საფრთხეები შეიძლება შეექმნასთ თავარ ოპოზიციურ პარტიასა და „ქართულ ოცნებას“? - მოვლენების განვითარების  შესაძლო  ვერსიებზე  CNews-ს პოლიტოლოგი, ,„შავი ზღვის საერთშორისო უნივერსიტეტისპროფესორი ნიკა ჩიტაძე ესაუბრა:

- ახლა, ჩემი აზრით, დიდი მნიშვნელობა აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ და რამდენიმე ოპოზიონერი დეპუტატის პარლამენტში შესვლას. ეს პარლამენტში ოპოზიციურ ფლანგს მხოლოდ გააძლიერებს. ამასთან, „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება  შესაძლებლობა, რომ გამოიყენოს საპარლამენტო ტრიბუნა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მან ქუჩის აქციებზე უარი უნდა თქვას.

 „ქართულ ოცნებას“ დამატებითი პრობლემები ექმნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევა.  შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტშივე დაიკარგოს უმრავლესობაა. ვიცით, უმრავლესობა დატოვა ექვსმა დეპუტატმა, ე.წ. გახარიას გუნდმა. თუ კიდევ დატოვებს მმართველ ძალას  10-15 დეპუტატი, შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტშივე დაკარგოს უმრავლესობა. მაშინ შესაძლებელი ხდება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება დაკარგოს არა არჩევნების გზით, არამედ, პარლამენტს შიგნით ოპოზიციამ გამოუცხადოს უნდობლობის ვოტუმი და გადააყენოს მთავრობა. ამის თეორიული შესაძლებლობა არსებობს.

თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არ შევა პარლამენტში, ან მხოლოდ მისი ნაწილი შევა,  უფრო გართულდება „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლა. რა თქმა უნდა,  ოპოზიციამ უნდა იბრძოლოს ადგილობრივ არჩევნებში, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით ბრძოლა „ქართულ ოცნებასთან“ რთულია.  ვიცით, როგორ იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს და სხვადასხვა თანხას - შემოწირულობებს და სხვა ბერკეტებს.

- მმართველი გუნდი ცდილობს ნიკა მელიას დისკრედიტაციას. თქვენი აზრით, ეს რას ემსახურება და იმისკენ ხომ არაა მიიმართული,  რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში არ შევიდეს?

-„ქართულ ოცნებას“, მგონია, ახლა არ აწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლა პარლამენტში.  ოპოზიციის ნაწილი უკვე შევიდა საკანონმდებლო ორგანოში და მმართველ ძალას შეუძლია განაცხადოს,  რომ ქვეყანაში მრავალპარტიული პარლამენტია. რაც უფრო მეტად იქნება ოპოზიცია პარლამენტში  წარმოდგენილი,  მით უფრო გაიზრდება საფრთხე,  რომ „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა დაკარგოს.

- ვინ შეიძლება იყოს ის 10-15 დეპუტატი, რომელზეც თქვენ საუბრობთ? ხომ არ იქნება ეს ე.წ. კალაძის გუნდი?

- უფრო გახარიას გუნდზე ვსაუბრობ, არ გამოვრიცხავ, რომ ამ გუნდს სხვა დეპუტატებიც შეუერთდნენ, თუმცა არც ისაა გამორიცხული,  რომ კალაძის გუნდმაც დატოვოს უმრავლესობა, თუმცა ამ შემთხვევაში, რეალობა ისაა,  რომ გახარიამ დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი და იკრებს ადამიანებს, როგორც პარლამენტიდან, ასევე თვითმმართველობებიდან.

ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ ძალაუფლება სუსტდება. ერთის მხრივ, ძალაუფლებას თუ არ დაკარგავს, ის მაინც შესაძლებელია, რომ აღარ ჰქონდეს საკმარისი ხმები ამა თუ იმ კანონის მისაღებად.

- „ქართული ოცნების“ შესუსტების ფონზე რამდენად შეძლებს გაძლიერებას ოპოზიციური სპექტრი?

- ოპოპზიციაში მაინც არსებობს გარკვეული უთანხმოება, დაპირისპირებას არ ვიტყვი. ამიტომაც, თუ ეს უთანხმოება მოგვარდება,  ოპოზიცია უფრო გაძლიერდება. პრობლემაა, რომ დღეს თვითონ „ნაციონალურ მოძრაობაშია“ უთანხმოება, ანუ ერთი ნაწილი წინააღმდეგია პარლამენტში შესვლის, მეორე - მომხრე. იმედია, ეს უთანხმოება მოგვარდება და „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფის მიზეზი არ გახდება, როგორც ეს მოხდა 2017 წელს, როდესაც გამოეყო „ევროპული საქართველო“.  ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ ვამბობ მოვლენათა განცითარების რამდენიმე სცენარს, ამიტომ განვიხილავ ამ ვარიანტსაც .

- ეს უფრო პარტიის შიგნით დემოკრატიული პროცესი ხომ არაა, როდესაც საკითხი ხმათ უმრავლესობით წყდება?

-  კი, ასეთი ტრადიცია არსებობს „ნაციონალურ მოძაობაში“, როდესაც შიდა არჩევნებით, პრაიმერისით წყდება უმნიშვნელოვანესი საკითხები. ეს ამ პარტიას უფრო ძლიერ და დემოკრატიულ პარტიად წარმოაჩენს და თუ, მართლაც, ასე მოხდება და უმცირესობამ პატივი სცა უმრავლესობის ნებას და ამან არ გამოიწვია პარტიის დაშლა.

CNews, ირინა მაკარიძე 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა