3 თვეში საქართველო-ისრაელს შორის სავაჭრო ბრუნვამ 7 მლნ დოლარი შეადგინა

სულ ნახვები : 366
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

2021 წლის 3 თვეში საქართველო-ისრაელს შორის სავაჭრო ბრუნვამ 7,284 მლნ დოლარი შეადგინა, საიდანაც ექსპორტი 4,647 მლნ დოლარი იყო, იმპორტი კი 2,637 მლნ დოლარი.

მინერალური წყლები, სპირტიანი სასმელები, სარეცხი და საწმენდი საშუალებები, მოწყობილობა სოფლის მეურნეობისა და მებაღეობისთვის - ეს იმ პროდუქტ

რასაც საქართველო ისრაელში ყიდის და ყიდულობს:

ექსპორტი:

* წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 1,199 მლნ დოლარი

* სპირტიანი სასმელები - 675,3 ათასი დოლარი

* აპარატურა გადამცემი რადიოსატელეფონო, რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიისათვის - 410,1 ათასი დოლარი

* ყავის, ჩაის ან მატეს ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები - 272,2 ათასი დოლარი

იმპორტი:

* სამშენებლო ასაწყობი კონსტრუქციები - 311,5 ათასი დოლარი

* მოწყობილობა სოფლის მეურნეობის: მებაღეობის, მეფრინველეობის ან მეფუტკრეობისათვის - 280,6 ათასი დოლარი

* ფილები, ფურცლები, ფირები, კილიტა და ზოლი პოლიმერული მასალებისაგან - 226,3 ათასი დოლარი

* ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერებები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები - 222,4 ათასი დოლარი

შარშან საქართველოში ისრაელიდან შემოვიდა 476.7 ათასი დოლარის მსუბუქი ავტომობილი, ხოლო 444.7 ათასი დოლარი გადაიხადა ქვეყანამ ისრაელიდან ალუმინის სხვა ნაწარმის იმპორტში. ამ ქვეყნიდან კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებების შარშანდელი იმპორტი საქართველოს 346.7 ათასი დოლარი დაუჯდა. ქვის ან სხვა მინერალური ნივთიერებების ნაწარმის შარშანდელი იმპორტი ისრაელიდან საქართველოში ფულად გამოსახულებაში გაუტოლდა 306.1 ათასი დოლარს.

შეგახსენებთ, 48 საათზე მეტია, პალესტინელი რადიკალები ისრაელის მიმართულებით რაკეტებსა და ჭურვებს უშვებენ. პასუხად კი ისრაელი რადიკალური დაჯგუფებების ობიექტებსა და ინფრასტრუქტურას ბომბავს.

გავრცელებული ინფორმაციით, სარაკეტო და საჰაერო იერიშებს ისრაელში 5, ღაზას სექტორში კი 35 ადამიანი ემსხვერპლა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა