სკანდალი: 1,5 მილიარდი ამერიკული დოლარი ქართული ჯარისთვის - შეთანხმება ოცნებამ ჩაშალა

სულ ნახვები : 6,696
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

2023 წლის 10 თებერვალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა და თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს შეხვდა.

"უაღრესად მნიშვნელოვანი" - ასე შეაფასა ბურჭულაძემ შეხვედრა, რომელზეც მხარეებმა პირისპირ რამდენიმე საათი ისაუბრეს. ვიზიტის დეტალები მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ამერიკულმა მხარემ საჯაროდ განაცხადა რომ თავდაცვის დეპარტამენტმა კონგრესს საქართველოსთვის 33 მილიონი აშშ დოლარის დახმარების გამოყოფის შესახებ აცნობა.

"დავამტკიცეთ საქართველოს საფრთხეების მიხედვით შეფასებული გადახდის გრაფიკი, რათა საქართველომ მარტივად მოითხოვოს და შეიძინოს მნიშვნელივანი სამხედრო აღჭურვილობა" - განაცხადა ოსტინმა.

"საქართველო არის აშშ სანდო მოკავშირე და მთავარი პარტნიორი, როგორც რეგიონულ, ისე გლობალური თვალსაზრისით, ერთიანობა არასოდეს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც დღეს" - აცხადებდა აშშ - ში თავდაცვის მინისტრი, რომელსაც ოსტინმა ასევე შეახსენა რომ საქართველო არის გერმანიაში, რამშტაინის საჰაერო ბაზაზე შეხვედრის მონაწილე და უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის ნაწილი.

თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე აღნიშნული თანხის გამოყოფის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ იძებნება.

ის რაც ოფიციალურ შეხვედრაზე არ თქმულა და რასაც ქართული მხარე ამ დრომდე საგულდაგულოდ მალავს, დიდი სახელისუფლო სკანდალია!

კონფიდენციალური ინფორმაცია "cnews" - ს ამერიკულმა წყაროებმა მიაწოდეს, რომლებიც თავის მხრივ, პენტაგონის მაღალჩინოსნებს ეყრდნობა.

ამ წყაროს ცნობით სულ ახლახანს ცნობილი გახდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" გააუქმა 1,5 მილიარდი ამერიკული დოლარის სამხედრო დახმარების დოკუმენტი.

ლოიდ ოსტინთან, ჯუანშერ ბურჭულაძის შეხვედრაზე გაფორმდა ოფიციალური დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც საქართველო 1,5 მილიარდ ამერიკულ დოლარს მიიღებდა ქართული ჯარის თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვისთვის. შეხვედრის დაწყებისთანავე, ჯუანშერ ბურჭულაძეს დაურეკა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა, პრემიერ-მინისტრის და ქართული ოცნების დანაბარები გადასცა - გაეუქმებინა შეთანხმება 1,5 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებაზე.

თავდაცვის მინისტრი ცაიტნოტში აღმოჩნდა, უკვე ხელმოწერილი შეთანხმების ანულირება, პირდაპირ რუსული დაკვეთის შესრულება იყო, მაგრამ სწორედ ეს იყო ოფიციალური თბილისის გზავნილი.

შეთანხმების მთავარი პირობა, საქართველოს შეიარაღებული ძალების "NATO" - ს სტანდარტებით აღჭურვა და შეიარაღება იყო, რაც ავტომატურად ნიშნავდა რუსული წარმოების იარაღზე უარის თქმას. შეთანხმება ჩაიშალა, შესაბამისად საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარებას აღარ მიიღებს.

პარალელურად, საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რომლის საკომიტეტო მოსმენასაც პოლიტიკური სპექტრის და სამოქალაქო სექტორის არნახული პროტესტი მოყვა. 

"ოცნება" დათმობას არ აპირებს, მომდევნო კვირაში კანონს პირველი მოსმენით საპარლამენტო სესიაზე მიიღებენ. მმართველი პარტიის სპიკერების განცხადებით, პირველი მოსმენის მერე ე.წ. "უცხოური აგენტების" კანონი ვენეციის კომისიას გაეგზავნება. "ევროპელი სოციალისტები" კი 2008 წლის აგვისტოს ომის ხელახალ გამოძიებას ითხოვენ, რაც ასევე რუსეთის პირდაპირი მოთხოვნაა.

უკანდახევას არც ამერიკის შეერთებული შტატები აპირებს. რამდენიმე დღეში საქართველოს ამერიკელი მაღალჩინოსანი ლუის ბონო ეწვევა. სამხრეთკავკასიის მოლაპარაკებებში აშშ მთავარი მრჩეველი საქართველოში სომხეთისა და აზერბაიჯანის ტურნეს მერე ჩამოვა.

ინფორმაციას აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს სპიკერი ნედ პრაისი ადასტურებს. მისი განცხადებით, ლუის ბონო საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებს შეხვდება და საუბარი იქნება დემოკრატიული პროცესების მნიშვნელობაზე.

"cnews" - ის წყაროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერილი აქვს. არაა გამორიცხული, თანამდებობის დატოვება მოუწიოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც.

"cnews" - ი თავდაცვის სამინისტროს კომენტარს ელოდება, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა