საქართველოს შვიდკაცა და შვიდქალა ნაკრებების კალენდარი ცნობილია

სულ ნახვები : 345
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

შვიდკაცა და შვიდქალა რაგბი კოვიდ-პანდემიით გამოწვეული ერთწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ივნისში, სახეცვლილი სტრუქტურით განახლდება.

რაგბი ევროპის მიერ ორგანიზებული 15-კაცა ჩემპიონატების მსგავსად, 7-კაცა რაგბში უმაღლეს დივიზიონს გრან პრის ნაცვლად ჩემპიონატი ერქმევა, მეორე დივიზიონს ალაფა, ხოლო მესამეს კონფერენსი.

რადგან წელს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები იმართება, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ნაკრებები ევროპის 7-კაცა ჩემპიონატში მონაწილეობას ვერ იღებენ. სავარაუდოდ, დივიზიონებს შორის ასვლა-ჩასვლაც არ იქნება.

საქართველოს 7-კაცა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატში ითამაშებს და პირველ ტურნირს 5-6 ივნისს, ლისაბონში (პორტუგალია) ჩაატარებს. თამაშები მკაცრი კოვიდ-რეგულაციებით გაიმართება და უმაღლეს დივიზიონში 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ჯგუფებში ასე განაწილდნენ:

A ჯგუფი: გერმანია, პორტუგალია, საქართველო, ლიტვა;

B ჯგუფი: ესპანეთი, იტალია, რუსეთი, პოლონეთი;

7-კაცა რაგბში ჩემპიონატის მეორე ეტაპი 26-27 ივლისს რუსეთში გაიმართება და იქ ჯგუფები ლისაბონის ეტაპზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით შედგება.

ალაფას ორ ეტაპს ითამაშებს ჩვენი 7-ქალა ნაკრებიც. ტურნირში 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და პირველ ეტაპს 19-20 ივნისს ხორვატია, ზაგრები უმასპინძლებს. ჯგუფებში გუნდები ასე განაწილდნენ:

A ჯგუფი: უკრაინა, შვედეთი, ნორვეგია, თურქეთი, მოლდოვა;

B ჯგუფი: ჩეხეთი, ფინეთი, საქართველო, უნგრეთი, დანია;

7-ქალას ალაფის მეორე ეტაპი უნგრეთში, ბუდაპეშტში 9-10 ივლისს გაიმართება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები