წლის ყველაზე შემოსავლიან სპორტსმენებში მაკგრეგორმა ყველას აჯობა

სულ ნახვები : 500
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი, რომელიც MMA-ს მებრძოლია, წლის ყველაზე ანაზღაურებადი სპორტსმენი გახდა. Forbes-ის მონაცემებით ბოლო წელს მაკრეგორის ბიუჯეტი 180 მილიონი დოლარით შეივსო.

თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ 150 მილიონი მაკგრეგორმა ვისკის კომანია Proper No. Twelve.-ის საკონტროლო წილის გაყიდვით მიიღო. ირლანდიელ მებრძოლს რვა მილიონი შემოსავალი სარეკლამო კონტრაქტებით შეუვიდა, ხოლო 22 მილიონი ოქტაგონზე ჩხუბით გამომუშავა.

მაკრეგორი აქამდე საუკეთესო ათეულში მხოლოდ ერთხელ მოხვედრილა – 2018 წელს მისმა შემოსავალმა 99 მილიონ დოლარს მიაღწია.

მომდევნო ორ ადგილზე ბარსელონას არგენტინელი კაპიტანი ლეო მესია, ხოლო მესამეზე ტურინის იუვენტუსის პორტუგალიელი შემტევი კრიშტიანუ რონალდუ. მესის შემოსავალი 130 მილიონია, ხოლო რონალდუსი – 120. ორივე მათგანმს ამ თანხის დიდი წილი სასპონსორო კონტრაქტებით მიიღო.

TOP 10-ში ასევე შევიდნენ: ამერიკული ფეხბურთის გუნდ დალას კოვბოისის მოთამაშე დაკ პრესკოტი (100), ლოს-ანჯელეს ლეიკერსის კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი (96,5), პს-ს ბრაზილიელი თავდამსხმელი ნეინარი (95), ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი (90), ფორმულა 1-ის მრბოლელი ლუის ჰამილტონი (82), ასევე ამერიკული ფეხბურთის წარმომადგენელი ტომ ბრედი (76) და ისევ კალათბურთელი კევინ გარნეტი (75).

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა