უპრეცედენტო ძალადობა სამართალდამცავებზე - ირაკლი კობახიძე

სულ ნახვები : 178
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმ მოვლენებს გამოეხმაურა, რაც გუშინ თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარდა.

კობახიძის თქმით, გუშინ მოქალაქეებმა იძალადეს პოლიციაზე და ეს დავალება მათ „ნაციონალური მოძრაობისგან“ მიიღეს.

მისივე თქმით გუშინ, სამართალდამცავებმა ადამიანების უფლება უმაღლესი სტანდარტით დაიცვეს.

„გუშინ თბილისში განვითარდა მოვლენები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, უსიამოვნო სანახავი იყო ჩვენი თანამოქალაქეების უდიდესი უმრავლესობისთვის. რადიკალურმა ოპოზიციამ და მისმა მედიასაშუალებებმა საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი დაარწმუნეს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ამერიკული კანონი იყო რუსული, რამაც გუშინ ადამიანების გულწრფელი ვნებათაღელვა გამოიწვია. თუმცა, როგორც ყოველთვის, რადიკალურმა ოპოზიციამ სცადა, ეს გულწრფელი ვნებათაღელვა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისა და დავალებების აღსრულებისთვის გამოეყენებინა. რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერების მხრიდან დაფიქსირდა უპრეცედენტო ძალადობა სამართალდამცავებზე.

თუ 2012 წლამდე „ნაციონალური მოძრაობის“ დავალებით, სამართალდამცავები ძალადობდნენ მომიტინგეებზე და სახალხო დამცველზე, გუშინ იმავე „ნაციონალური მოძრაობის“ დავალებით, მომიტინგეები ძალადობდნენ სამართალდამცავებზე და სახალხო დამცველზე. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ეს ადამიანები არასოდეს შეიცვლიან საკუთარ ბუნებას, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი – ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში. მნიშვნელოვანია, ყველამ, ვინც გუშინ უხეშად არღვევდა კანონს და ძალადობდა, კანონის მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი. გამოვთქვამთ გულისტკივილს თითოეული მშვიდობიანი მომიტინგის გამო, რომელმაც გუშინ თუნდაც უმნიშვნელო დაზიანება მიიღო.. მადლობას ვუხდით თითოეულ პოლიციელს და სამართალდამცავს გუშინდელი მოთმინებისთვის და ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტით მოქმედებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, გუშინ, 7 მარტს ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება, რომ პოლიცია არ დაარბევდა მომიტინგეებს,მ რადგანაც ახლა შს მინისტრი ვახტანგ გომელაურია და არა გიორგი გახარია, თუმცა სწორედ ამ სიტყვების შემდგომ რამდენიმე საათში, სპეცდანიშნულების რაზმი მომიტინგეებს სასტიკად გაუსწორდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა