სახალხო დამცველი ხალხთან უნდა იყოს - უჩა ნანუაშვილი

სულ ნახვები : 409
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სახალხო დამცველი ხალხთან უნდა იყოს  - ამის შესახებ Cnews-ს ყოფილმა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მოქმედი პოლიტიკოსის სახალხო დამცველის პოსტზე არჩევა უკვე არის სერიოზული კითხვის ნიშანი.

„სახალხო დამცველის არჩევის პროცესის არ იყო გამჭვირვალე, უცებ მოხდა პოლიტიკური ფიგურის დასახელება, რასაც ყველა, მათ შორის საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები, ეჭვქვეშ აყენებდა. უნდა ყოფილიყო მაქსიმალურად დამოუკიდებელი, აპოლიტიკური ფიგურა.

სხვებს იწუნებდნენ  პოლიტიკური განცხადებების გამო, ამ დროს მოქმედი პოლიტიკოსის ამ თანამდებობაზე არჩევა უკვე არის სერიოზული კითხვის ნიშანი, მას მოუწევს იმის დამტკიცება,  რომ დამოუკიდებელი და მოუკერძოებელია, სახალხო დამცველი ხალხთან უნდა იყოს “, - განაცხადა Cnews-თან ნანუაშვილმა. 

შეგახსენებთ, სახალხო დამცველის პოსტზე პარტია „მოქალაქეები“ წევრის, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი გუშინ აირჩიეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა