საბოლოოდ ვნებათაღელვა ჩაცხრება - ირაკლი კობახიძე

სულ ნახვები : 283
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„საბოლოოდ, ვნებათაღელვა ჩაცხრება და საზოგადოებას შედეგად დარჩება არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობა, რომელსაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უზრუნველყოფს“ - ეს განცხადება დღეს, 8 მარტს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

მისი თქმით, ის რაც ქვეყანაში კეთდება არის მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების სასარგებლოდ.

„საზოგადოებას ზუსტად ეცოდინება, ვისი დაფინანსებით გაიმართა ბაკურიანის შეკრება, ვინ აფინანსებს „სირცხვილიას“, „დროას“ და სხვა ექსტრემისტულ ორგანიზაციებს, ვისი დაფინანსებით წარმოებს მართლმადიდებელი ეკლესიის საწინააღმდეგო ბოლშევიკური პროპაგანდა, ვისი დაფინანსებით ფერხდება ქვეყნის ენერგეტიკული განვითარება და სხვა.

ვფიქრობთ, რომ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია ამ ყველაფრის შესახებ და ამის მიხედვით უნდა გამოიტანოს დასკვნები“, - განაცხადა კობახიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა