ახლა თუ არ ვიბრძოლეთ ჩვენი ევროპული მომავლისთვის, ეს ქვეყანა გახდება ბელორუსი - ჩელე ყურუა

სულ ნახვები : 380
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ახლა თუ არ ვიბრძოლეთ ჩვენი ევროპული მომავლისთვის, ეს ქვეყანა გახდება ბელორუსი, - ამის შესახებ გირჩი მეტი თავისუფლების წევრმა ბორის ჩელე ყურუამ  პოლიციის სამმართველოსთან განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ კოსტიტუცია დაარღვია, დაარბია, ცემა და დააკავა ადამიანები. 

„გუშინ ქართულმა ოცნებამ თავისი საქციელით დაარღვია ჩვენი კონსტიტუცია და ადამიანები რომლებმაც ამოიღეს ხმა, დაშალა და მათი ნაწილი დააკავა.  ჩემს უკან შენობაში  დაკავებულია ზურაბ ჯაფარიძე,   ნიკა მოსიაშვილი თავისუფლების მოყვარული კიდევ სხვა ადამიანები. ზურაბ ჯაფარიძეს და ნიკა მოსიაშვილს დადასტურებულად ვიცი, რომ აქვთ ფიზიკური დაზიანებები.

მე გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ დღეს იქ მისულ ხალხს რობოკოპები არ გცემენ, პოლიციელები არ დაგიჭერენ, ის ცრემლსადენი გაზი არ დაგწვავთ, მაგრამ ნამდვილად გაძლევთ გარანტიას, ახლა თუ არ ვიბრძოლეთ ჩვენი ევროპული მომავლისთვის, ჩვენი შვილებისთვის, ეს ადამიანები ამ ქვეყნიდან წავლენ, ეს ქვეყანა გახდება ბელორუსი“, - განაცხადა ყურუამ.

შსს-ს ცნობით, აქციაზე დაკავებულია 66 პირი, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული საქმეებია აღძრული.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა