ბადრი ესებუასათვის ჩატარებული ოდოროლოგიური ექსპერტიზის პასუხი დადებითია

სულ ნახვები : 30,213
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბადრი ესებუას ოდოროლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდა.  როგორც ადვოკატი  იოსებ ჯანაშია აცხადებს   ბრალდების მხარემ ექსპერტიზა ისე ჩაატარა, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.

ჯანაშიას თქმით, მათი მოთოვნა იყო რომ მათი წარმომადგენლის მონაწილეობით ჩატარებულიყო ეს ექსპერტიზა. 

ცნობისთვის, ოდოროლოგიური ექსპერტიზა გულისხმობს შემთხვევის ადგილზე არსებული სუნით, დამნაშავის იდენტიფიცირება

ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის პასუხი  დადებითია.  ადვოკატის განცხადებით, მათ ამის ალტერნატიული დასკვნის წარფგენის შესაძლებლობა არ აქვს

ჯანაშია აცხადებს, მტკიცებულებების ფალსიფიცირებას ახდენს. 

შეგახსენებთ, 2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეჭრის ფაქტზე ბადრი ესებუას

წინააღმდეგ გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა