ყოველწლიური ფესტივალი „საქართველოს სული 2023“ დაიწყო

სულ ნახვები : 488
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ევროპული გამოცდილების ქართული ცენტრი (Georgian Center of the European Experience “GCEE”) და ქალაქ შუგარ ჰილის მერია გიწვევთ ქართული კულტურის მე-2 ყოველწლიურ ფესტივალზე “საქართველოს სული 2023”.

ფესტივალი ჩატარდება მიმდინარე წლის 11 მარტს, რომელსაც უმასპინძლებს “The Eagle Theatre”.

ფესტივალში ასევე, მონაწილეობს ქართული კულტურის ცენტრი „ფესვები“.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი ხელოვანები: ია გაბაშვილი, ოლეგ ოსეფაიშვილი, გია ლომსაძე, სოსო ზანგალაძე, ნოდარ ხოხობაშვილი, მალხაზ რატიანი, ნინო კორძაძე, ლალი ხარებავა, მანანა სახვაძე-კლიგმანი, ცისანა ქავთარაძე, დევი ზალდასტანიშვილი.ნინი წიკლაური , ლელა ნინუა.

ქართულ ტრადიციულ  პოლიფონიურ და თანამედროვე სიმღერებს შეასრულებენ: ნინი წიკლაური, ირაკლი რუსია, თამარ ლელუაშვილი.

ღონისძიების ორგანიზატორია ნინა კიკნაძე, ევროპული გამოცდილების ქართული ცენტრის პრეზიდენტი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა