ყოველწლიური ფესტივალი „საქართველოს სული 2023“ დაიწყო





...
ევროპული გამოცდილების ქართული ცენტრი (Georgian Center of the European Experience “GCEE”) და ქალაქ შუგარ ჰილის მერია გიწვევთ ქართული კულტურის მე-2 ყოველწლიურ ფესტივალზე “საქართველოს სული 2023”.
ფესტივალი ჩატარდება მიმდინარე წლის 11 მარტს, რომელსაც უმასპინძლებს “The Eagle Theatre”.
ფესტივალში ასევე, მონაწილეობს ქართული კულტურის ცენტრი „ფესვები“.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი ხელოვანები: ია გაბაშვილი, ოლეგ ოსეფაიშვილი, გია ლომსაძე, სოსო ზანგალაძე, ნოდარ ხოხობაშვილი, მალხაზ რატიანი, ნინო კორძაძე, ლალი ხარებავა, მანანა სახვაძე-კლიგმანი, ცისანა ქავთარაძე, დევი ზალდასტანიშვილი.ნინი წიკლაური , ლელა ნინუა.
ქართულ ტრადიციულ პოლიფონიურ და თანამედროვე სიმღერებს შეასრულებენ: ნინი წიკლაური, ირაკლი რუსია, თამარ ლელუაშვილი.
ღონისძიების ორგანიზატორია ნინა კიკნაძე, ევროპული გამოცდილების ქართული ცენტრის პრეზიდენტი.