დავეცი მე, მაგრამ დროშა არ დაცემულა ერთი წამითაც - ვინ არის ქალი ევროკავშირის დროშით?

სულ ნახვები : 12,714
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ქალი ევროკავშირის დროშით“, რომლის ფოტო თუ ვიდეო კადრმა მსოფლიო მოიარა, თბილისის მერიის თანამშრომელი ნანა მალაშხიაა.

„რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ვრცელ ინტერვიუში მალაშხია იხსენებს, რომ იმ დღეს, როდედსაც მოქალაქეები რუსულ კანონს აპროტესტებდნენ მეუღლესთან ერთად ექიმთან იყო, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესები კი კლინიკის მოსაცდელში ტელეფონით ნახეს, რის შემდგომაც მოვლენათა შუაგულში, სახელდახელოდ შეძენილი ევროკავშირის დროშით ხელში აღმოჩნდნენ.

„ვნახე, რომ ჩიტაძისკენ დაიძრა ხალხი და იყო ჩოჩქოლი. უკვე დგანან რობოკოპები და დგას წყლის ჭავლის მანქანა, რომელიც ასხამს წყალს ხალხს. ვერ გეტყვით როგორ აღმოვჩნდი იქ, ვხედავდი წყლის ჭავლს და უბრალოდ დავიძარი იქითკენ. ეს იყო სიბრაზე, ეს იყო ზუსტად ის ნაბიჯი, მოდით ვიტყვი პირდაპირ - კონსტიტუციის თავზე გადახევა და ფაქტიურად კი არადა საბოტაჟი , მითუმეტეს იმ დროს, როდესაც თუ არ ვცდები შემოდგომით, ხელახლა უნდა განიხილონ ჩვენი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, არანაირი შიშს გრძნობა არ იყო...“, - განაცხადა მან.

მალაშხიას თქმით, არ იცის ვის აქვს დღეს ის დროშა, თუმცა ამბობს, რომ ის გარდამავალია და ხალხის კუთვნილებაა.

„წყლის ჭავლმა თავისი ქნა და დაცვის მიუხედავად, ბიჭების დიდი მონდომების მიუხედავად, დავეცი მე, მაგრამ დროშა არ დაცემულა ერთი წამითაც. უცბად გამომართვეს, ბევრნი იყვნენ და უცბად წამომაყენეს და ააფრიალეს. მე არ ვიცი დღეს ის დროშა ვის აქვს, ეს არის გარდამავალი დროშა, მე ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხის ხელშია ეს დროშა...“, - ამბობს მალაშხია საუბრისას.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა