კანადა რუსული ალუმინის და ფოლადის იმპორტს კრძალავს

სულ ნახვები : 180
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კანადის ხელისუფლებამ აკრძალვა დააწესა  რუსული ალუმინისა და ფოლადის, ასევე მათგან რუსეთის ფედერაციაში წარმოებული პროდუქციის იმპორტზე - ინფორმაციას კანადის მთავრობის ოფიციალურ ვებსაიტი ავრცელებს.

„არც ერთი ადამიანს კანადაში ან ამ ქვეყნის მოქალაქეს კანადის ფარგლებს გარეთ, არ აქვს უფლება შეიძინოს რაიმე - დაწყებული მილებიდან რკინიგზისა და ტრამვაის სამშენებლო მასალებით დამთავრებული“, - აცხადებს კანადის მთავრობა.

ეს აკრძალვა, როგორც კანადის ხელისუფლებააღნიშნავს, იმ სანქციების ნაწილი იყო, რომელიც ქვეყანამ დაუწესა რუსეთს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო.

კანადის ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ქრისტია ფრილენდმა განაცხადა, რომ „კანადა ყველაფერს ეცდება, რომ კრემლს შემოსავლები ჩამოერთვას“:

„გარანტიას გაძლევთ, რომ პუტინი ვერ დააფინანსებს თავის უკანონო ომს, კანადაში ალუმინისა და ფოლადის გაყიდვით“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ კანადამ აკრძალა ლითონების იმპორტი რუსეთიდან მას შემდეგ, რაც აშშ-მა დააწესა 200%-იანი გადასახადი რუსეთიდან ალუმინის და ალუმინის პროდუქტების იმპორტზე 10 მარტიდან.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, კანადამ სანქციები დაუწესა 1400-ზე მეტ ფიზიკურ პირს და სუბიექტს რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელორუსიდან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა