თავდაცვის მინისტრი: საქართველოს მსგავსი გამოწვევების მქონე ქვეყნისთვის ცალსახად რეკომენდებულია, რომ უნდა ჰყავდეს კარგად მომზადებული რეზერვი

სულ ნახვები : 192
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს მსგავსი გამოწვევების მქონე ქვეყნისთვის ცალსახად რეკომენდებულია ტოტალური თავდაცვის პრინციპი, რაც გულისმობს იმას, რომ საკონტრაქტო ჯართან ერთად ქვეყანას უნდა ჰყავდეს კარგად მომზადებული რეზერვი. - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ,,იმედის" ეთერში ახალ „თავდაცვის კოდექსზე“ საუბრისას განაცხადა.

,,ჩვენნაირი გამოწვევების მქონე ქვეყნებისთვის ცალსახად რეკომენდებულია და ალტერნატივა არ აქვს ტოტალური თავდაცვის პრინციპი. ეს გულისმობს რა თქმა უნდა, საკონტრაქტო ჯარს და ამავდროულად გულისმობს იმას, რომ ქვეყანას უნდა ჰყავდეს კარგად მომზადებული რეზერვი. ჩვენ ამ ამოცანას რა თქმა უნდა მივაღწევთ...

ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ქვეყანას ჰყავდეს აუცილებლად კარგად გაწვრთნილი რეზერვი. ამაზე ვთანხმდებით ყველა, ჩვენც და ჩვენი პარტნიორებიც“,- თქვა ბურჭულაძემ.

ბურჭულაძემ სავალდებულო ჯარის გადავადებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ის, რომ 10 000 ლარის სანაცვლოდ მოხდება გადავადება 1 წლით ,,ესეც იქცა სპეკულაციის საგნად".

,,რაც შეეხება გადავადებას, აქაც რომ არ გამოვყოთ ჩვენ და არ მივცეთ რაღაცა პრივილეგია და დისკრიმინაციას არ ჰქონდეს ადგილი. პირს შეეძლება მხოლოდ 1 წლით გადაივადოს. ანუ 1 წლის შემდეგ ავტომატურად გახდება პირი ვალდებული და აღარ ექნება საშუალება, რომ კიდე გადაივადოს და გახდება ვალდებული, მოიხადოს სავალდებულო ჯარი",- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა