ხვალ, ენმ-ს წევრები სტრასბურგში მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავენ

სულ ნახვები : 758
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, ხვალ, 13 მარტს, ენმ-ს წევრები სტრასბურგში მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავენ.

ხაბეიშვილმა მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საერთაშორისო გამოხმაურებებზე ისაუბრა და თქვა, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად მნიშვნელოვანია ქვეყანამ პარტნიორების განცხადებებს მოუსმინოს და გაითვალისწინოს.

„იმ პირობებში, როცა ცივილიზებული სამყარო გამადიდებელი შუშით აკვირდება ჩვენს ქვეყანას, იმისთვის, რომ შემოდგომაზე საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი, უმნიშვნელოვანესია შესრულდეს ის პრიორიტეტები, რომლებიც აქვთ ჩვენს პარტნიორებს და არცერთი წუხილი არ დავუტოვოთ იმ 27 ქვეყნის მთავრობას, რომელმაც საბოლოო ჯამში, უნდა გააღონ საქართველოს კარები და მიიღონ ოჯახში.

ხვალ ჩვენი წარმომადგენლობა, პეტრე ცისკარიშვილის, გიორგი ჩალაძის ხელმძღვანელობით წავლენ სტრასბურგში, სადაც ექნებათ ოფიციალური შეხვედრები“, - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა