კახეთში, 60 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები დაიწყება

სულ ნახვები : 248
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კახეთში, მიმდინარე წელს, 60 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები დაიწყება.

მიმდინარე და დაგეგმილი სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები და საექსპლუატაციო ღონისძიებები განიხილეს საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ნასარიძემ და კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან გამართულ შეხვედრაზე.

პროექტების ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხების წყალგამანაწილებლებს და ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს.

სამუშაოები იგეგმება ახმეტის, დედოფლისწყაროს, საგარეჯოს, სიღნაღის, ლაგოდეხის, გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტებში.

აქართველოს მელიორაციამ,  კახეთის რეგიონში, 59,9 მლნ ლარის ღირებულების 96 სარეაბილიტაციო პროექტი განახორციელა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა