თამარა წულეისკირი: ვინც ჩემს ქმარს მოღალატეს უწოდებს, ან ფიქრობს რომ ასეა, უკანმოუხედავად დამტოვეთ

სულ ნახვები : 17,593
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისა და საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტარის, ლევან კობიაშვილის მეუღლე თამარ წულეისკირი სოციალურ ქსელში წერს, რომ იმ მეგობრებმა, ვინც ე.წ. „რუსული კანონის“ მიმღებ კობიაშვილს მოღალატეობასთან ასოცირებს, უკანმოუხედავად დატოვონ.

„ჩემთვის ყველაფერი მისაღები და მეტიც, მისასალმებელია! ყველაფერი! გარდა ერთისა – ყველამ, ვისაც არათუ დაგიწერიათ სიტყვა მოღალატე და ჩემი ქმრის სახელი ერთად, არამედ თუნდაც გიფიქრიათ ამ ორი სიტყვის შესახებ ერთ კონტექსტში, უმორჩილესად გთხოვთ, თავად, უკანმოუხედავად დატოვოთ ჩემი friend-ების სია სოც ქსელებში და ასევე ნაცნობის სტატუსი ფიზიკურ ფორმატში.

მსგავს თანადედამიწელებთან არათუ ევროპაზე, საერთოდ არაფერზე არაფერი მაქვს სასაუბრო. უბრალოდ აზრი არ აქვს!“ – წერს წულეისკირი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ დირექტორი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა