ლოთი სოზარა, უწიგნური სპორტსმენები და მხედრიონელი გოგა ხაინდრავა - რა ბრალდებას უყენებს სანდრო ბრეგაძე „ქართულ ოცნებას“?!

სულ ნახვები : 6,630
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„კოლექტიური იდიოტების ჭკუაზე სიარულმა იცის ასე“ - რადიკალური მოძრაობა „ქართული მარშის“ ლიდერის სანდრო ბრეგაძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ არასწორი ადამიანების აზრები და შეხედულებები გაიზიარა. 

აღნიშნულის შესახებ ბრეგაძემ, სოციალურ ქსელში, ლაივ ჩართვისას ისაუბრა. 

„ასე იცის მეგობრებო ჩრდილოელი ვანიას, თავის დროზე სოროსის, უწიგნური სპორტსმენების, ლოთი სოზარის, მხედრიონელი გოგა ხაინდრავას... გოგა ხაინდრავას ჭკუაზე რომ ივლით, საქართველოს დამაქცევარ გოგა ხაინდრავას ჭკუაზე, რომელიც ყველამ კარგად ვიცით, რომ მთავარი იდეოლოგი არის თქვენი და რუხი კარდინალი არის, უტვინო კობახიძის და სხვა კოლექტიური იდიოტების ჭკუაზე სიარულმა იცის ასე.

თქვენ გააკეთეთ ის, რასაც ათწლეულები დაჭირდებოდა, რომ ნაციონალურ მოძრაობას გაეკეთებინა, რომ მკვდარი „ნაციონალური მოძრაობა“ თქვენივე ხელით გააცოცხლეთ და საპროტესტო მოძრაობის ავანგარდში ჩააყენეთ“, - განაცხადა მან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა