შემოიყვანეთ ჯარები - რუსების სკანდალური ვიდეო შავნაბადაზე ჩაიწერა ?! - Cnews - ის ექსკლუზივი

სულ ნახვები : 6,479
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსულ ტელეგრამ არხებში ვრცელდება ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც თითქოსდა საქართველოში მცხოვრები რუსები დახმარებას და რუსული დანაყოფების შემოყვანას ითხოვენ. იმ შემთხვევაში თუ აქ "ქართული

მაიდანი" გაიმარჯვებს.

"cnews" - ის წყაროს ინფორმაციით, რომელიც ერთ ერთი უცხოური სპეცსამსახურის მაღალჩინოსანია, ამერიკელებმა უკვე გაშიფრეს ერთი შეხედვით უწყინარი რუსული პროპაგანდისტული ვიდეო ჩანაწერი.

დადგენილია ჩანაწერის ავტორის ვინაობა და ჩაწერის ადგილი. როგორც "cnews" - ს აცნობეს, ვიდეო გვიან ღამით შავნაბადაზე დამზადდა, "გდდ' - ს უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის უშუალო პატრონაჟით. "აგენტების კანონის" პარლამენტში შემოტანამდე რამდენიმე დღით ადრე.

ჩანაწერის გაშვება საპროტესტო აქციების დღეს იგეგმებოდა, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრეს.

პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილის წუხანდელი ინტერვიუს მერე, საპროტესტო აქციების დისკრედიტაციის და მოსახლეობის ომით დაშინების ხელახალი კამპანია დაიწყო.

სწორედ ამიტომ გავრცელდა დღეს დილიდან აღნიშნული ჩანაწერი. "ხომ გითხარით, ქართველები "ყ@@@" არიან, არ გამოვლენ ჩვენს დასაცავად ქუჩაში, შიშის დასანერგად, ეს (და სხვა) ჩანაწერები აქციამდე და აქციის დღეებში უნდა გამოგვექვეყნებიაო"-უთქვამს გაბრაზებულ ხარებას დღეს შავნაბადას ბაზაზე.

იგივე წყაროს ინფორმაციით, ოცნებაში დიდი დაპირისპირებაა, ომის საფრთხის პროპაგანდა უახლოეს დღეებში ფართო მასშტაბით გაგრძელდება, გამოძიება კი პროტესტის აქტიური მონაწილეების დაკავებას და დაშინებას გეგმავს.

ელისო კილაძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები