გადაწყვიტეთ, ემსახურებით ერთ კაცს, თუ სიმართლეს - გიორგი გახარია „იმედს“ დაბადების დღეს ულოცავს

სულ ნახვები : 529
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია, ტელეკომპანია „იმედს“ დაბადების დღეს ულოცავს.

ყოფილი პრემიერი მედიასაშუალების ხელმძღვანელობას ახსენებს თუ რა ფასეულობებით და მიზნებით შექმნა ის 20 წლის წინ და ურჩევს მიიღონ გადაწყვეტილება, თუ ვის ემსახურებიან.

„დღეს TV Imedi 20 წლის გახდა. ტელეკომპანია, რომლის მიზანიც ქვეყანაში განსხვავებული აზრის არსებობა, სიმართლის თქმის სივრცის და იმედის გაჩენა იყო.

TV Imedi-მა ბევრი რამ გამოიარა... წლების განმავლობაში მისი ჟურნალისტები, რეპრესიების მიუხედავად, ცდილობდნენ საკუთარი ქვეყნის მსახურებას.

TV Imedi-ის თითოეულ ჟურნალისტს ვულოცავ, ვუსურვებ გამძლეობას, დამოუკიდებლობას და თავისუფლებას!

ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას კი შევახსენებ, რა ფასეულობებით შეიქმნა “იმედი” 20 წლის წინ.

გადაწყვიტეთ, ემსახურებით ერთ კაცს, თუ სიმართლეს, ქართველ ხალხს და ქვეყნის ევროპულ მომავალს“, - წერს გახარია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები