„პრეზიდენტმა ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხი სახელმწიფოებრივად უნდა გადაწყვიტოს“ - პროფესორები მოძრაობას უერთდებიან

სულ ნახვები : 207
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამიას  შეწყალების საკითხი სახელმწიფოებრივად უნდა გადაწყვიტოს, - ამის შესახებ პროფესორ-მასწავლებლები და მეცნიერები აცხადებენ, რომლებიც "ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას"  უერთდებიან.

მათი განცხადებით,  ნიკა გვარამიას პატიმრობა მხოლოდ ერთი ჯგუფის პრობლემა არ არის, ის  საქვეყნო პრობლემაა და  საქართველომ უნდა ჩამოიშოროს ყველა ის დაბრკოლება, რაც მას ევროინტეგრაციაში ხელის უშლის.

„როდესაც წყდება საქართველოს ბედი და ჩვენ ევროპაში  უნდა დავიმკვიდროთ ჩვენი კუთვნილი ადგილი, ამ დროს ნებისმიერი  წინააღმდეგობა საქართველომ უნდა მოხსნას. დღეს ნიკა გვარამიას თავისუფლება მარტო ნიკას არ სჭირდება,  საქართველოს სჭირდება.  ნიკას ს პატიმრობა მარტო ნიკა პატიმრობა არ არის , ეს არის თავისუფელი აზრის პატიმრობა.  დიქტატურის წინა ფაზა გვაქვს.  პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეს ყველაფერი გულთან უნდა მიიტანოს როგორც ადამიანმა და შემდეგ როგორც სახელმწიფო მოღვაწემ და საკითხი სახელმწიფოებრივად უნდა გადაწყვიტოს“, - განაცხადა პროფესორმა ზურაბ პაპასკირმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა