„მერაბიშვილის განცხადებები წყალს ასხამს რუსეთისა და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე“ - სამადაშვილი

სულ ნახვები : 174
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ვანო მერაბიშვილის განცხადებები წყალს ასხამს რუსეთისა და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებას  ომის საფრთხე და წინა ხელისუფლების ძალოვნების დაბრუნება აშინებს. 

„დღეს ბიძინა ივანიშვილი  და რუსეთის საქართველოში დგას ორ, უკანასკნელ  ფეხზე.  ერთი ესაა, წინა ხელისუფლების ძალოვანი უწყებების  წარმომადგენლები უკან დაბრუნების. სწორედ  ამ მიმართულებით აქვს ყველაზე დიდი შეშფოთება ჩვენს საზოგადოებას.   მეორე - ესაა ომის საფრთხის პედალირება. ამიტომ ყველა განცხადება, რომელიც ამძაფრებს ამ განცდას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რეალურად დაბრუნდა ვანო მერაბიშვილის მმართველობის ქვეშ და ის აპირებს პირადად ხელისუფლებაში  დაბრუნებას, წყალს ასხამს რეალურად რუსეთისა და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე“, - განაცხადა სამადაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა