თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზის 21 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო

სულ ნახვები : 273
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა,  თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზის 21 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო.

„პროექტის ფარგლებში, განხორციელდება გზის სრული რეაბილიტაცია, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება 3 არსებული ხიდი, საყრდენი კედლები, წყალგამტარი მილები, სანიაღვრე არხები და ტროტუარები. ასევე, გათვალისწინებულია, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ავტოპავილიონისა და ავტობუსის გასაჩერებელი მოედნის მოწყობა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისში იწყება და გაივლის სოფელ მამკოდის და ცხვარიჭამიის ტერიტორიებს. თბილისი–თიანეთის გზის რეაბილიტაციის შედეგად, საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება გახდება კომფორტული და შემცირდება მგზავრობის დრო.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 24 948 977 ლარით ფინანსდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა