გასული წლის განმავლობაში, ყველა კვარტალში საშუალო თვიური ხელფასის ზრდა დაფიქსირდა - ვახტანგ ცინცაძე

სულ ნახვები : 267
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ვახტანგ ცინცაძე „საქსტატის მიერ“ გამოქვეყნებულ მონაცემებს გამოეხმაურა და თქვა, რომ 2022 წელს დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის ტენდენციები დასაქმებისა და ნომინალური საშუალო თვიური ხელფასის გაუმჯობესებაზე აისახა.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ გასული წლის განმავლობაში, ყველა კვარტალში დაფიქსირდა საშუალო თვიური ხელფასის ზრდა, თუმცა ამ ასპექტში 2022 წლის მეოთხე კვარტალი უფრო დადებითია.

„2022 წელს დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, რა თქმა უნდა, აისახა დასაქმების და ნომინალური საშუალო თვიური ხელფასის გაუმჯობესებაზე. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ რეალური ხელფასის ზრდა, ინფლაციის ეფექტის გამორიცხვით, დაახლოებით 10 პროცენტია, რაც, შესაბამისად, მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ იზრდება მოსახლეობის განკარგვადი შემოსავალი და მათი მსყიდველუნარიანობა“, - განაცხადა ცინცაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა