ხუთმა პირმა საქართველოს ტერიტორიის 815 კვ.მ მიწის ნაკვეთის მითვისებით, სახელმწიფოს 180 807 ლარის ზიანი მიაყენა

სულ ნახვები : 233
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პროკურატურამ გამოძიების შემდეგ მიაგნო 5 ადამიანს, რომლებმაც ჯამში 815 კვ.მ მიწის ნაკვეთი მიითვისეს და სახელმწიფოს 180 807 ლარის ზიანი მიაყენეს.

ჩატარებული გამოძიების შემდეგ სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების კიდევ 5 ფაქტი გამოვლინდა. 2021 წელს, ბრალდებულებმა მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ყალბი დოკუმენტები წარადგინეს. დოკუმენტების მიხედვით ბრალდებულები 2007 წლამდე დაბა გომისმთაში თვითნებურად ფლობდნენ მიწის ნაკვეთებს.

გამოძიებასთან ყველა ბრალდებულმა ითანამშრომლა და აღიარა ჩადენილი დანაშაული. სასამართლოს განაჩენით, მათ ჩამოერთვათ თაღლითურად მითვისებული მიწის ნაკვეთები, რომლებიც სახელმწიფოს დაუბრუნდა. თაღლითობის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ბრალდება 5 პირს წარედგინა — ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა